პოლიტიკა

სომხეთი ეწინააღმდეგება ОДКБ  საპარლამენტო ასაბლეასა   და თურქულ სახელმწიფოების  საპარლამენტო ასაბლეას  შორის ოფიციალურ ურთიერთობებს

მოსკოვში რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო სათათბიროში  ОДКБ -ს წევრი ქვეყნების პარლამენტების კომიტეტების (კომისიების) თავმჯდომარეთა მეორე შეხვედრაზე  მონაწილეობს  სომხეთის დელეგაცია.

შეხვედრის შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს  სომხეთის პარლამენტის პრეს-სამსახური. 

როგორც  ცნობიდან ირკვევა,  შეხვედრაზე  სომხეთის დელეგაციის ხელმზღვანელმა  სრ ეკ ვიცესპიკერმა  ჰაკობ არშაკიანმა თავისი კომენტარი წარმოადგინა ОДКБ -ს საპარლამენტო ასამბლეის   ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, თურქულ სახელმწიფოთა პალატასთან ურთიერთობის ოფიციალურ ფორმულირებასთან დაკავშირებით.

„ამჟამად სომხური მხარისთვის ეს ფორმულირება მიუღებელია,  ამ სტრუქტურების სამუშაო ორგანოები ეწევიან სომეხთა მიმართ სიძულვილის პროპაგანდას.  კეთდება მკაფიო შეფასებები აზერბაიჯანის სასარგებლოდ, მათ შორის სომხეთზე შეიარაღებული თავდასხმის ჩათვლით“,-აღნიშნა ვიცესპიკერმა.

 „აზერბაიჯანმა, ცრუ გარემოსდაცვითი მიზეზების გამო, დახურა ლაჩინის დერეფანი, რომელიც არის ერთადერთი გზა, რომელიც აკავშირებს არცახს სომხეთთან და გარე სამყაროსთან. ამ ქმედებების შედეგად, არცახის 120 000-იანი მოსახლეობა, საიდანაც 30 000 ბავშვია, ჰუმანიტარულ კრიზისში აღმოჩნდა. 1100 მოქალაქეს, რომელთაგან 270 არასრულწლოვანია, გადაკეტილი გზის გამო სახლში დაბრუნების საშუალება არ აქვს“, – ამის შესახებ შეხვედრაზე  დელეგაციის წევრმა ანდრანიკ ქოჩარიანმა ისაუბრა.

პარლამენტის დელეგატმა დეტალურად წარმოადგინა შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის შედეგები და განაცხადა, რომ არცახის მოსახლეობისთვის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების შექმნით აზერბაიჯანი ცდილობს აიძულოს მოსახლეობა დატოვოს თავისი სახლები და მშობლიური მიწა.

ანდრანიკ ქოჩარიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება აპირებს მორიგი ეთნიკური წმენდის განხორციელებას და ლაჩინის დერეფნის ბლოკადის ფაქტი უნდა ჩაითვალოს ამ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მასშტაბური და სისტემატური პოლიტიკის ნაწილად.

დეპუტატი საჭიროდ მიიჩნევს საერთაშორისო თანამეგობრობის დაუყოვნებლივ ჩარევას არცახში ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც დღითი დღე მძაფრდება.

რაც შეეხება სომხეთის მოლოდინებს ОДКБ -სგან, ანდრანიკ ქოჩარიანმა პირველ რიგში ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის აგრესიის ფაქტის მკაფიო პოლიტიკური შეფასების აუცილებლობას.

დღის წესრიგში განხილულ საკითხებს შორის იყო საერთაშორისო ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button