საერთაშორისო

„ჩვენი მთავრობა შეშფოთებულია და ყურადღებით აკვირდება პროცესს“ — დეგნანი სააკაშვილზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სიტუაცია სერიოზულია და პროცესს აშშ-ის მთავრობა ყურადღებით აკვირდება. ამის შესახებ წერს „ნეტგაზეთი“. https://netgazeti.ge/news/652820/?fbclid=IwAR3P

დეგნანის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება შეშფოთების საგანია და საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მას საჭირო დახმარება აღმოუჩინოს. ამისთვი კი, ელჩის თქმით, საჭიროა ზუსტი დიაგნოზის ცოდნა, რათა შემდგომ საჭირო ჩარევები განისაზღვროს:

„რა თქმა უნდა ეს არის ძალიან სერიოზული სიტუაციაა, რაც ვნახეთ გუშინ. ჩვენი ისევე, როგორც სხვა ქვეყნების მთავრობები, ყურადღებით აკვირდებიან ამ პროცესს და ეს არის შეშფოთების საგანი. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ აღმოუჩინოს საჭირო დახმარება. ამისთვის საჭიროა დიაგნოზის ცოდნა და შემდგომ საჭირო დახმარების განსაზღვრა. ჩვენ გვაგრძელებთ ამ საქმეზე მეთვალყურეობას,“ — ამბობს კელი დეგნანი.

ნახეთ მეტი
Back to top button