მთავარისაზოგადოება

გაზეთი “ჟოღოვურდ”  –  მარგარას ხიდიდან სინჯის აღება  განხორციელდა. როდის გაიხსნება სომხეთ-თურქეთის საზღვარი?

გაზეთი „ჟოღოვრდი“ წერს:  2022 წლის დეკემბერში, სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფები შეხვდნენ არარატის რეგიონში, სომხეთ-თურქეთის საზღვართან.

გაზეთ „ჟოღოვრდისათვის“ ცნობილი გახდა, რომ სინჯები მარგარას ხიდიდანაც აიღეს.  ასევე გვაცნობეს, რომ სამუშაო ჯგუფის წევრებს დეკემბერში ორი შეხვედრა ჰქონდათ ადრე მიღწეული შეთანხმებების განსახორციელებლად.

კერძოდ, საუბარია 2022 წლის 1 ივლისს თურქეთის წარმომადგენლის სერდარ კილიჩისა და სომხეთის წარმომადგენლის რუბენ რუბინიანის შეხვედრის დროს მიღწეულ შეთანხმებებზე. ამ შეხვედრის დროს გადაწყდა სომხეთ-თურქეთის სახმელეთო საზღვრის უმოკლეს დროში გადაკვეთის შესაძლებლობა მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც სომხეთსა და თურქეთს ესტუმრებიან.  ასევე შეთანხმდნენ, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყება სომხეთ-თურქეთის პირდაპირი საჰაერო ტვირთების გადაზიდვა.

როგორც გაზეთი „ჟოღოვორდი“ წერს, მართალია ეს აკრძალვა 1 იანვრიდან მოიხსნა, თუმცა, როგორც სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, პროცესი ჯერ არ დაწყებულა. გაზეთმა “ჟოღოვურმა” სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი თხოვნით მიმართა და სთხოვა აცნობონ, რა სამუშაოები ჩატარდა დეკემბერში და რა ეტაპზეა სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის პროცესი.

ჩვენს შეკითხვაზე, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და დიპლომატიის დეპარტამენტმა გვიპასუხა: „სომხეთსა და თურქეთს შორის სამუშაო ჯგუფების დონეზე 1 ივლისის შეხვედრების შედეგად მიღწეული შეთანხმებების განხორციელების პროცესი მიმდინარეობს. ამ კონტექსტში ასევე განხორციელდა მარგარას ხიდის სინჯების აღება“.

ასევე გვაცნობეს, რომ ჯერ უცნობია როდის გაიმართება სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლების შეხვედრა, რადგან ახლა მიმდინარეობს მუშაობა ადრე მიღწეული შეთანხმებების განსახორციელებლად და მხოლოდ ამის შემდეგ შეტანხმდებიან  ახალ შეხვედრაზე”

ნახეთ მეტი
Back to top button