პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პასუხისმგებელია მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარულ კრიზისზე, მიიჩნევს აზერბაიჯანის საკითხებით ასამბლეის მომხსენებელი

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პასუხისმგებელია მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარულ კრიზისზე, რადგან ჩვენი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა“, – ,,არმინფოს“ კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომისიის აზერბაიჯანის საკითხიტ მომხსენებელმა, ნორვეგიელმა დეპუტატმა ლიზ კრისტოფერსენმა. https://arminfo.info/full_news.php? მან შეახსენა, რომ გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანისა და სომხეთის საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ერთობლივი განცხადებით შეეხნენ ლაჩინის დერეფანში არსებულ ვითარებას. „ჩვენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, გაეხსნათ ლაჩინის დერეფანი, მსგავსი მოწოდება იყო ევროსაბჭოს, ევროკავშირის, ეუთოს მინისტრთა კომიტეტის მხრიდან. ნორვეგიაში ჩემი მთავრობაც დაჟინებით მოუწოდებს ხელისუფლებას, გახსნას დერეფანი“, – განაცხადა მან.

კრისტოფერსენმა ისაუბრა რა  სიტუაციის შესასწავლად მიმდინარე წლის გაზაფხულზე აზერბაიჯანში ვიზიტზე და ასევე იმაზე, რომ ბაქოს ხელისუფლება არ აძლევს საერთაშორისო დამკვირვებლებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიაზე სიტუაციის ობიექტური შეფასებისთვის შესვლის უფლებას, აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მას მოუწევს დაეყრდნოს რამდენიმე წყაროს, მათ შორის ეუთოს, წითელი ჯვრის, Amnesty International-სა და ჰელსინკის კომიტეტს. “ამის გარდა მე ასევე, შემიძლია მოვითხოვო ინფორმაცია ნორვეგიის მთავრობისგან, ევროკავშირი მუშაობს ამ მიმართულებით. ინფორმაციის შეგროვების რამდენიმე გზა არსებობს და დამოკიდებული არ იქნება მხოლოდ იმაზე, თუ რა შეიძლება ვნახოთ შემთხვევის ადგილზე”, – თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ ლიზ კრისტოფერსენი ადრე  წარდგენილი იყო აზერბაიჯანის საკითხზე მომხსენებლად, რაც ასევე ნახსენებია ევროპის სტაბილურობის ინსტიტუტის (ESI) ცნობილ სკანდალურ ანგარიშში, რომელიც იძიებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კორუფციის ბრალდებებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კრისტოფერსენის კანდიდატურა აზერბაიჯანის მხარდამჭერებმა დაბლოკეს აზერბაიჯანის საკითხებში მომხსენებლის პოსტზე 2009 წელს. იმ დროს მხარდამჭერებმა მოახერხეს ამ თანამდებობაზე „მათი კაცის“ დებონო გრეჩის დანიშვნა.

ნახეთ მეტი
Back to top button