მთავარიპოლიტიკა

პარიზი შეშფოთებულია ლაჩინის დერეფნის ბლოკადით  – საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი

ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ ლაჩინის დერეფნის ბლოკადით, მუდმივად ვითხოვთ დერეფნის განბლოკვას და მოსახლეობისთვის საკვებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. ამის შესახებ როგორც „Radar.am“-ი    წერს,   საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ენ კლერ ლეჟანდრმა RTVI-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღში სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის რეალური საფრთხე არსებობს. გარდა ამისა, მათ სურთ და მხარს უჭერენ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების განახლებას.

„არსებობს ევროპული შუამავლობა, რომელსაც ჩვენ უპირობოდ ვუჭერთ მხარს. „საფრანგეთის პრეზიდენტის წყალობით, ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა შეძლეს ერთმანეთთან საუბარი გასულ ოქტომბერში, პრაღის სამიტის ფარგლებში, სადაც გადაწყდა ევროკავშირის მისიის გაგზავნა სომხეთის საზღვარზე დაძაბულობის შესამცირებლად“,  – განაცხადა ლეჟანდრმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთის მხარდაჭერა უმაღლეს სახელმწიფო დონეზე იყო გამოხატული. „საფრანგეთის პრეზიდენტმა პირადად ყველა ღონე იხმარა, რათა ჩვენ შეგვეძლო მოლაპარაკებების განახლება და ამ სიტუაციის მოგვარება და დაძაბულობის შემცირება“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button