საერთაშორისო

აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა ევროპის ბანკიდან მილიონობით დოლარი  გაფლანგეს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) სტრუქტურაში აზერბაიჯანის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან დაკავშირებული თაღლითობისა და კორუფციის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

EBRD-ის ორმა  აზერბაიჯანელმა  მსესხებელმა,  ზამინ ალიევმა  და ქიანან რასულოვმა, რომლებიც შესაბამისად ხელმძღვანელობენ კომპანიებს “GemZA Group” და “H&M AGRO”, მრავალი დოკუმენტის გაყალბების ფაქტები გადასცეს  EBRD-ის შტაბ-ბინის საგამოძიებო განყოფილებას ლონდონში.

აღმოჩნდა, რომ ორივე მსესხებელს მიზნობრივად არ გამოუყენებია  EBRD-დან მიღებული სასესხო სახსრები. ამგვარად, „GemZA Group“-ის მფლობელმა ზამინ ალიევმა მიღებული სასესხო სახსრებიდან 14 მილიონი ევრო გაანაღდა, ხოლო „H&M AGRO“-ს მფლობელმა კიანან რასულოვმა – 2,4 მილიონი დოლარი. უფრო მეტიც, ორმა აზერბაიჯანელმა ბიზნესმენმა წარმატებით აიცილა ყველა საგადასახადო ვალდებულება.

ნახეთ მეტი
Back to top button