მთავარიპოლიტიკა

ასადთან სატელეფონო საუბრისას ფაშინიანმა სამძიმარი განცხადა  მეგობარ პრეზიდენტსა და სირიის ხალხს

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა სირიის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტ  ბაშარ ალ-ასადთან.

როგორც “არსენპრესს” სომხეთის  მთავრობაში აცნობეს, პრემიერ-მინისტრმა საკუთარი  და სომხეთის მთავრობის სახელით სამძიმარი განუცხადა  სირიის მეგობარ პრეზიდენტსა და ხალხს 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრების  შედეგად გამოწვეულ მსხვერპლსა  და ნგრევასთან დაკავშირებით. ნიკოლ ფაშინიანმა ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და აღნიშნა, რომ სომხეთი აპირებს სირიის მხარდაჭერას, რათა შეძლოს მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის მძიმე საცხოვრებელი პირობების შემსუბუქება და სტიქიის შედეგების აღმოფხვრა.

ბაშარ ალ-ასადმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათთვის ამ მომენტისთვის უპირველესი პრობლემა კვების  საკითხია.

მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სომხეთი უპირველეს ყოვლისა  სირიაში სურსათსა და სხვა სახის დახმარებას გააგზავნის.

სირიის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სომხეთის რესპუბლიკის დახმარებით შესაძლებელი იქნება მიწისძვრის მძიმე შედეგების რაც შეიძლება სწრაფად დაძლევა.

ნახეთ მეტი
Back to top button