მთავარიპოლიტიკა

გერმანია მნიშვნელოვან მონაწილეობას მიიღებს სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაში

გერმანია მნიშვნელოვან მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში სომხეთში. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანნალენა ბერბოკის შეხვედრის შედეგების შეჯამებისას  განაცხადა.

  „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა ადამიანთა უზარმაზარი ტანჯვა გამოიწვია ბოლო 30 წლის განმავლობაში. რეგიონის სტაბილიზაციის მხარდასაჭერად, ევროკავშირმა გადაწყვიტა სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა სომხეთში, რომელშიც გერმანია მიიღებს მნიშვნელოვან მონაწილეობას“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button