ანალიტიკა

რუსეთი მისი ორი დარჩენილი მოკავშირიდან ერთის დაკარგვის ზღვარზეა. დიპლომატი

რუსეთი მისი ორი დარჩენილი მოკავშირიდან ერთ-ერთის – სომხეთის დაკარგვის ზღვარზეა. ხოლო თუ სომხეთს მოკავშირედ არ შევინარჩუნებთ, მაშინ რუსეთის საგარეო პოლიტიკის პერსპექტივა ძალიან ბნელი იქნება და არ არის გამორიცხული, რომ ამან გამოიწვიოს კავკასიაში მეორე ფრონტის შექმნა. მსგავსი მოსაზრება გუშინ გამოთქვა რუსეთში ცნობილმა პოლიტოლოგმა, თანამდებობიდან გადამდგარმა დიპლომატმა, მოსკოვის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლაი პლატოშკინმა. https://arminfo.info/full_news.php? პლატოშკინმა მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც, მისი თქმით, სომხეთის კითხვის საპასუხოდ ლაჩინის დერეფნის ბლოკადაში ხელის შეშლის მიზეზებზე, „ვერაფერი უკეთესი ვერ მოძებნა, ვიდრე მის მოკავშირესთან საჯარო დავაში ჩართვა“. „თურქეთი, აზერბაიჯანი და ისრაელი ყველაფერს აკეთებენ რუსეთის დასამცირებლად. ახლა კი, ამით სარგებლობენ დასავლეთის ქვეყნები და ეუბნებიან სომხეთს: „რა სარგებლობა მოაქვს შენს მოკავშირეს? არ დაგეხმარებიან, მობრძანდით ჩვენთან, დაგეხმარებით თუ საჭირო იქნება“, – განაცხადა პლატოშკინმა.

მისი თქმით, უნდა გვესმოდეს, რომ თუ სომხეთი დასავლეთისკენ წავა, მაშინ სამხრეთ კავკასიაში ანტირუსული ფრონტი შეიქმნება და ამ დროს შესაძლოა დასავლეთს გაუჩნდეს იდეა 90-იანი წლების გადატვირთვაზე ჩრდილოეთ კავკასიაში. ახლა ამას არავინ შეუშლის ხელს, რადგან სომხეთი დამარცხდება და დასავლეთის ბანაკში გადავა. „მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენს ჯარებს კავკასიიდან სამარცხვინოდ განდევნიან“, – გააფრთხილა პოლიტიკოსმა.

პოლიტოლოგი არ თვლის, რომ რუსეთს ერდოღანზე და ალიევზე გავლენის მოხდენის ბერკეტი არ გააჩნია. და აზრი ის კი არ არის, რომ რუსეთი თავის მეორე ფრონტს გახსნის სამხრეთ კავკასიაში, არამედ იმაში, რომ თავიდან აიცილოს მეორე ფრონტის გახსნა სწორედ თავის წინააღმდეგ. დიპლომატის თქმით, „პოლიტიკოსი ფიქრობს მომავალ არჩევნებზე, ხოლო სახელმწიფო მოხელე ვალდებულია იფიქროს მომავალ თაობაზე“, ამიტომ რუსი პოლიტიკოსების ეგრეთ წოდებული „პრაგმატიზმი“ სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეუსაბამო და საშიშია.

ახლა, მისი აზრით, გამოდის, რომ თუ რუსეთი დატოვებს სომხეთს, რაც ახლა ხდება. ასეთი ხაზის შედეგად, პირველად პოსტსაბჭოთა ურთიერთობების ისტორიაში სომხეთმა უარი თქვა თავის ტერიტორიაზე კუხო-ს სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე და ეს ჩუმად, ულტიმატუმის გარეშე გააკეთა. და ეს ის შემთხვევაა, როცა სომხეთი, რუსეთისგან განსხვავებით, ყოველთვის  იყო თავისი სამოკავშირეო ვალდებულებების ერთგული, როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ასევე კუხო-ს ფარგლებში.

დიპლომატმა გააკრიტიკა ისინი, ვინც დღეს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობას ნიკოლ ფაშინიანის პიროვნების პრიზმაში განიხილავს, ვინც შურისძიების გზას ადგა იმის გამო, რომ ფაშინიანმა დაამხო  “კრემლის მეგობარი” რეჟიმი. ,,აბა, ასე წინდაუხედაობა არ შეიძლება. ღმერთი იყოს მასთან, ფაშინიანთან. ფაშინიანები მოდიან და მიდიან. ახლა მილიონობით სომეხი უყურებს რუსეთს და ფიქრობს: „თუ რუსები ახლა გვყიდიან, ჩვენ როგორ ვიქნებით მათთან მომავალში“, აღნიშნა დიპლომატმა და ხაზგასმით დასძინა, რომ „აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სომხეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც ყველა პოლიტიკური მხარე, რაც არ უნდა ლანძღავდა ერთმანეთს შიდა პოლიტიკის გამო, მხარს უჭერდა რუსეთთან მჭიდრო ალიანსურ ურთიერთობას და არა ცარიელი სიტყვების დონეზე, არამედ პრაქტიკაში, ყოველთვის მხარს უჭერდა რუსეთს მის ყველა ინიციატივაში.

პლატოშკინმა ასევე აღნიშნა რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი: დიდი და გავლენიანი გლობალური სომხური დიასპორის არსებობა. „ჩვენს მახლობლად მილიონობით სომეხი ცხოვრობს და არა მხოლოდ ისინი, ვინც აქ მოვიდა ბოლო წლებში, კრასნოდარის მხარეში 30 წლის განმავლობაში, არამედ ისინი, ვინც ასობით წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ აქ, ისტორიულად,  ვინც ჩვენთან ერთად ცხოვრობდა რუსეთში, საუკუნეების განმავლობაში, იმავე კრასნოდარის მხარეში. სომხური დიასპორა უაღრესად გავლენიანია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და იმავე აშშ-ში და ის, ხვდებოდა რა რუსეთის როლს სომხური სახელმწიფოსთვის, ყოველთვის ინარჩუნებდა თავის ერთგულებას მასადმი. ,, ამჟამად დიასპორა იქნება მათ მხარეს, ვინც სომხეთს დაეხმარება, და ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ეს არ არის რუსეთის ფედერაცია“, – შეაჯამა დიპლომატმა.

ნახეთ მეტი
Back to top button