მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

როგორც “არსენპრესს”    სომხეთის მთავრობაში აცნობეს, პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტს და ხალხს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო. ნიკოლ ფაშინიანმა ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და დასძინა, რომ თვითმფრინავი, რომელსაც  სომხეთის რესპუბლიკის სამაშველო ძალები  სტიქიის ზონაში გადაჰყავს, ერევნის “ზვარტნოცის” აეროპორტიდან ასაფრენად ემზადება. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა დიდად აფასებს სომხეთის მხარდაჭერას და ხაზი გაუსვა ამ ნაბიჯს ორ ქვეყანას შორის დიალოგის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისითაც.

ნახეთ მეტი
Back to top button