საზოგადოება

სომხეთის სამაშველო რაზმის თვითმფრინავი თურქეთში დაეშვა. ფაილანი

თვითმფრინავი, რომელშიც სომხეთის მიერ გაგზავნილი სამაშველო ჯგუფი და დახმარება იმყოფებოდა, თურქეთში დაეშვა. “არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს თურქეთის პარლამენტის წევრი გარო ფაილანი. https://armenpress.am/arm/news/1103569.html? „სომხეთის მიერ გაგზავნილი სამაშველო ჯგუფი და დახმარება ქვეყანაში უკვე დაეშვა. მხარდაჭერა სიცოცხლეა“, – წერს ფაილანი.

მანამდე სრ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთი კატასტროფული მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ქვეყნებში: თურქეთსა და სირიაში აგზავნის სამაშველო ჯგუფებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მოჰყვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინანის სატელეფონო საუბარი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

ნახეთ მეტი
Back to top button