საზოგადოება

„ეს მიწისძვრები სომხეთისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. სეისმოლოგი

„ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ბიძგები ბუნებრივი პროცესია და ეს შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში. პირველი ორი წელი ძალიან აქტიური იქნება, შემდეგ კი ათობით წლის განმავლობაში მუდმივი შოკები იქნება“. ,,რადარ სომხეთთან“ საუბარში აღნიშნა სეისმოლოგმა სერგეი ნაზარეთიანმა, შეეხო რა თურქეთისა და სირიის საზღვარზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდგომი ბიძგების სიხშირეს. https://www.radar.am/hy/news/social-2551557402/? ექსპერტის თქმით, ისინი საფრთხეს არ უქმნიან ჩვენს რეგიონს და სომხეთს. „ეს მიწისძვრები ვერ იმოქმედებს ჩვენს სეისმურ მდგომარეობაზე, რადგან ეს რღვევა არ შემოდის სომხეთის ტერიტორიაზე.

ნაზარეთიანს ვკითხეთ, უახლესი ტექნოლოგიების შემუშავების პერიოდში ხომ არ გვაქვს შესაძლებლობა წინასწარ განვსაზღვროთ მიწისძვრა.

„მიწისძვრის პროგნოზირებისთვის საჭიროა კარგი სპეციალისტები. ამისთვის გვჭირდება სხვადასხვა დაკვირვებები და აქტუალური მასალები: სეისმური, გეოქიმიური, ჰიდროგეოლოგიური ექსპერტიზა, რომლებზეც მხოლოდ რეტროსპექტული პროგნოზების გაკეთებაა შესაძლებელი“, – განაცხადა სპეციალისტმა და დასძინა, რომ პრობლემა მთელ მსოფლიოში არ მოგვარებულა და აღჭურვილობა მხოლოდ ეხმარება სანდო მონაცემების მიღებას, თუმცა წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

ნაზარეთიანმა მიუთითა იტალიის მაგალითზე, როდესაც მიწისძვრის შედეგად იყო ნგრევა და ადამიანური მსხვერპლი. და მიუხედავად იმისა, რომ იტალიელებს სეისმოლოგიის სფეროში მაღალი დონე აქვთ, მათ დაიწყეს სასამართლო პროცესი იმ სპეციალისტების წინააღმდეგ, რომლებმაც მიწისძვრა არ იწინასწარმეტყველეს. „სეისმოლოგებმა მთელი მსოფლიოდან აღიარეს, რომ წინასწარმეტყველების პრობლემა ჯერ არ არის მოგვარებული და ეს სასამართლო პროცესი არ შედგა. მსოფლიო მუშაობს პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ მთავარი ყურადღება და ძალისხმევა მიმართულია მიწისძვრაგამძლე შენობების მშენებლობაზე“.

ჰაიკ მაგოიანი

ნახეთ მეტი
Back to top button