
ირანი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსებას სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე. “არმენპრესის” ცნობით, “სომხეთ-ირანის ურთიერთობები საერთო ინტერესების კონტექსტში” თემაზე სამუშაო ჯგუფის წრეებში ჟურნალისტის კითხვას უპასუხა ირანის ელჩმა სომხეთში აბას ბადახშან ზოჰურიმ. https://armenpress.am/arm/news/1103776.html? “სხვა ქვეყნებს შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნა ელჩმა.
რაც შეეხება პრობლემების გადაჭრას რეგიონის ქვეყნების მონაწილეობით, მას შეუძლია უზრუნველყოს უსაფრთხოება და მშვიდობა, რომელიც დაფუძნებული იქნება დიალოგსა და დისკუსიებზე.







