მიწისძვრა თურქეთში: რატომ ჩამოინგრა თანამედროვე შენობები ბანქოს სახლებივით? – newsreport

Newsreport-ი მეტად საინტერესო თემას შეეხო: თურქეთში იზრდება უკმაყოფილება სამშენებლო წესების დაუცველობის გამო, რამაც ბოლო მიწისძვრის დროს ბევრი შენობის ჩამონგრევა გამოიწვია. მედია იმ შენობების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს, რომლებიც მიწისძვრის დროს დაინგრა.
მალათიაში ერთ-ერთი სახლის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ შენობა “აშენდა მიწისძვრის უსაფრთხოების უახლესი სტანდარტების შესაბამისად”.
რეკლამაში ასევე ნათქვამია, რომ გამოყენებული ყველა მასალა და სამუშაო იყო “პირველი კლასის”.
რეკლამა აღარ იძებნება, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა მოახერხა თავად რეკლამის და ვიდეოს სქრინშოტის გადაღება და ინტერნეტში განთავსება. რასაც ხედავთ სქრინშოტებში ემთხვევა მსგავსი რეკლამის სტილს კომპანიის ვებსაიტზე.







