პოლიტიკა
მოსკოვს რომ სურდეს ბლოკადის შეჩერება, ამას უკვე გააკეთებდა- ევროპარლამენტის ფრანგი წევრი: Civilnet:

ჩვენ მოველით გაეროს სააგენტოების ყოფნას არცხსა და ლაჩინის დერეფანში, განსაკუთრებით ახლა. ამის შესახებ „სივილნეტთან“ საუბარში ევროპარლამენტის ფრანგმა წევრმა, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ნატალი ლუაზეომ განაცხადა. ამის შესახებ წერს „ნიუს.ამ“-ი.
„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ევროკავშირი დისტანცირებული იყო კონფლიქტისგან. ახლა, როცა ჰუმანიტარული კრიზისია და რუსეთი საკმარისად არ იცავს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას, ევროკავშირმა და ეუთომ მეტი უნდა გააკეთონ.
ჩვენ ვუყურებთ ფაქტებს და ვუსმენთ განცხადებებს. ფაქტია, რომ რუსი „სამშვიდობოების“ არსებობის მიუხედავად, ბლოკადა 50 დღეზე მეტია გრძელდება. მოსკოვს რომ სურდეს ამის შეჩერება, ამას უკვე გააკეთებდა“, -აღნიშნა ევროპარლამენტის წევრმა.







