
9 თებერვალს, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სესიაზე, ეუთოში სომხეთის რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა არმენ პაპიკიანმა საფუძვლიანად განიხილა 2022წ. 12 დეკემბრიდან აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადის შედეგად არცახში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისული ვითარება. https://news.am/arm/news/744172.html? ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა უკვე ორი თვეა დე ფაქტო ალყაშია. საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება თითქმის მთლიანად შეჩერებულია. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ცივი ზამთრის პირობებში აზერბაიჯანის მიერ გაზის მიწოდების მიზანმიმართული პერიოდული გათიშვა, ელექტროენერგიის მიზანმიმართული გათიშვა მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე, გადარჩენისთვის აუტანელი პირობების შექმნას ერთი მიზანი აქვს: არცახის სომეხი მოსახლეობა აიძულოს დატოვონ სახლები და ჩამოართვას მათ სამშობლოში ცხოვრების უფლება.
სომხეთის რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეტენზია, რომ ლაჩინის დერეფნის გავლით თავისუფალი გადაადგილებაა უზრუნველყოფილი, რეალობას არ შეესაბამება.
ეუთოს წევრ ქვეყნებს მოუწოდა რა გაზარდონ ზეწოლა აზერბაიჯანზე, ელჩმა პაპიკიანმა მაღალი შეფასება მისცა ეუთოს არაერთი მონაწილე ქვეყნის აქამდე მკაფიო განცხადებებსა და პოზიციებს, რომლებიც მოუწოდებენ აზერბაიჯანს დაუყოვნებლივ და უპირობოდ მოხსნას ბლოკადა და უზრუნველყოს თავისუფალი და შეუფერხებელი გადაადგილება ლაჩინის დერეფნით, რომელიც, ახლა საკმარისი არაა.
ელჩმა პაპიკიანმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნა მთიან ყარაბაღსა და ლაჩინის დერეფანში ადგილზე ჰუმანიტარული სიტუაციის შესაფასებლად და ახალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად.
არმენ პაპიკიანმა დასძინა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის დარღვევით, აზერბაიჯანი აგრძელებს სომეხი სამხედრო ტყვეების და მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანას, ხოლო მრავალი იძულებით გაუჩინარებულის ბედი უცნობია. გრძელდება აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადასულ ტერიტორიებზე არცახის სომხური ისტორიული, კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის განადგურება. აზერბაიჯანი კვლავ უარს ამბობს იუნესკოს ფაქტების დამდგენი მისიის მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მივლინებაზე.







