საერთაშორისო

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოფიციალურად წარმოდგენილზე მეტია – Cumhuriyet-ი

თურქეთში ბევრს ეჭვი ეპარება მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის ოფიციალურ მონაცემებში.

თურქული Cumhuriyet-ი  წერს, რომ დიახ, მსხვერპლის რეალური რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალურად არის წარმოდგენილი.

ეს ყველაფერი აიხსნება იმით, რომ სტიქიის ზონაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი ადამიანი გარდაცვლილ ნათესავებს გარდაცვალების ბიუროში გვარების დარეგისტრირების გარეშე ასაფლავებს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეალური ოფიციალური მაჩვენებლები მსხვერპლთა რეალურ რაოდენობაზე ნაკლებია. დიდი დრო დასჭირდება, სანამ ყველა დაურეგისტრირებელი გარდაცვლილის ვინაობა არ იქნება დაზუსტებული.

ნახეთ მეტი
Back to top button