მთავარიპოლიტიკა

სომხეთი დაინტერესებულია ინდოეთთან ურთიერთობებში არსებული პოტენციალის უწყვეტი რეალიზებით. ნიკოლ ფაშინიანი ინდოეთის ელჩთან შეხვედრაზე

14 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში კიშან დჰან დევალი, რომელიც ასრულებს თავის დიპლომატიურ მისიას სომხეთში. https://armenpress.am/arm/news/1104123.html? როგორც „არმენპრესი“ არკვევს მთავრობის გზავნილიდან, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ელჩ დევალის მიერ სომხურ-ინდოეთის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით გაწეულ მუშაობას და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ეფექტიანად შეაფასა რა ეკონომიკაში, ტექნოლოგიებში, განათლებასა და ორმხრივი ინტერესის სხვა სფეროებში თანამშრომლობა, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი დაინტერესებულია ინდოეთთან ურთიერთობებში არსებული პოტენციალის უწყვეტი რეალიზებით. პრემიერმა სიამოვნებით გაიხსება 2019 წელს  ინდოეთის პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდისთან შეხვედრა ნიუ-იორკში.

ინდოეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრს მაღალი შეფასებისთვის და აღნიშნა, რომ მისი მოღვაწეობის განმავლობაში მან მაქსიმალური ძალისხმევა ჩადო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით.

მხარეებმა  მოსაზრებები გაცვალეს სომხეთ-ინდოეთის ურთიერთობების განვითარების დინამიკასა და ორმხრივ დღის წესრიგზე.

ნახეთ მეტი
Back to top button