პოლიტიკა

საქართველომ გადაუხვია ევროპული ინტეგრაციის გზიდან -შტეფან მაისტერი

როგორც „ნეტგაზეთი“ აქვეყნებს, აერთაშორისო ურთიერთობების გერმანული საბჭოს (DGAP) საერთაშორისო წესრიგისა და მმართველობის ცენტრის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში შტეფან მაისტერი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ გადაუხვია ტრანსატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის გზიდან.

„მისი მოქმედებები მედიის წინააღმდეგ, კანონის უზენაესობის შესუსტება, ახლა კი კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ კრიტიკულად არის აღქმული ბრიუსელში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ, რადგან საბოლოო ჯამში, ის ძირს უთხრის ევროინტეგრაციის საკვანძო კომპონენტებს. უცხოური გავლენის შესახებ კანონი უფრო ახლოსაა რუსულ პრაქტიკასთან, რომელიც ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს საერთაშორისო კონტაქტები და სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება. ყველაფერი ეს დაკავშირებულია საზოგადოების კონტროლთან და იზოლაციასთან“, — ამბობს მაისტერი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ექსპერტთა გამოკითხვაში უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის შესახებ.

მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო კონტაქტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბევრი აქტივობა კი დაფინანსებულია საზღვარგარეთიდან, რაც მნიშვნელოვანია ადამიანური პოტენციალის განვითარებისთვის ქვეყანაში, განათლებისთვის, საერთაშორისო გაცვლითი აქტივობებისთვის, ახალგაზრდა მოსახლეობის ისედაც საკმაოდ შეზღუდული რესურსების ქვეყანაში შესანარჩუნებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button