კულტურა

ჰაიკ ორდიანის ფილმმა „ზულალი“ ფრანგული კინოფესტივალის პრემია „მაყურებლის სიმპათია“ მოიპოვა

რეჟისორ ჰაიკ ორდიანის სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „ზულალი“, რომელიც ნაჩვენები იქნა საფრანგეთში 7-დან 12 თებერვლამდე, ნანტის საერთაშორისო კინოფესტივალის (Univerciné Nantes) ფარგლებში, მოიპოვა ჯილდო „მაყურებლის სიმპათია“ (1er Prix du Public).

ამის შესახებ “არმენპრესის” ცნობით, სომხეთის ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია: „გუშინ საღამოს სიხარულით გამოვაცხადეთ, რომ თქვენი საყვარელი ფილმია ჰაიკ ორდიანის „ზულალი“.

ფესტივალის პრიზიორად მხოლოდ ორი ფილმი იქნა მიჩნეული, მათგან ერთ-ერთია „ზულალი“.  ფესტივალის მთავარ პლაკატზე „ზულალი“ არის გამოსახული.

„ზულალი“ ტრილოგიაა,  რომელიც გვიჩვენებს დიდ ოჯახურ ტრაგედიას. ადამიანები, რომლებიც მარტოსულად გრძნობენ თავს, მარტო არ არიან შორეულ სოფელში და ერთად სძლევენ ტკივილს და ტანჯვას, ავრცელებენ სიყვარულს და არასოდეს კარგავენ ხვალინდელი დღის იმედს. სოფელში ცხოვრობს ოჯახი: მოხუცი დეიდა, ბიჭი ნაზაროსი და დედა ზულალი. პატარა ნაზაროსი ფიქრობს უცნაურ ზულალზე, მის ბაბუაზე, რომელსაც ასი წელი არ უცოცხლია და სხვა საკითხებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button