პოლიტიკა
2027 წლიდან სომხეთში სამედიცინო დაზღვევის სისტემა ყველასთვის სავალდებულო იქნება – ჯანდაცვის სამინისტრო

საყოველთაო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სისტემა სომხეთში 2027 წლიდან ამოქმედდება. ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა 15 თებერვალს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა ეტაპობრივად დაინერგება, წელს მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება და 2024 წლიდან სახელმწიფო შეკვეთის ყველა ბენეფიციარისთვის ერთიანი სადაზღვევო პაკეტი ამოქმედდება.
„მაშინაც ამოქმედდება მოქალაქეების მიერ ყოველთვიური გადასახადებით სამედიცინო დაზღვევის ნებაყოფლობითი სისტემა. სახელმწიფო სუბსიდირებას გაუწევს იმ ადამიანებს, რომელთა ხელფასი საშუალოზე დაბალია“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, პენსიონერები 2025 წლიდან დაზღვეულები იქნებიან.







