აზერბაიჯანის დიქტატორმა ალიევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ყალბი განცხადება გააკეთა

არცახის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა არტაკ ბეგლარიანმა, ტელეგრამის საკუთარ გვერდზე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ილჰამ ალიევის ყალბ განცხადებებზე ისაუბრა.
„აზერბაიჯანის დიქტატორმა ალიევმა დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ცრუ პრეტენზიები წამოაყენა, რის საპასუხოდ ავღნიშნავ:
გაერომ 1993 წ. ოთხი რეზოლუციით მოუწოდა ორივე მხარეს შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, მაგრამ აზერბაიჯანი არ დაემორჩილა მათ და განაგრძო ომი;
ეს რეზოლუციები კონფლიქტის მხარედ აღიარებენ მთიანი ყარაბაღის ძალებს, მაგრამ არა სომხეთს.
საბჭოთა აზერბაიჯანის მთავრობის ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ამ პერიოდში არცახის კონტროლის ქვეშ მყოფ ყველა ტერიტორიაზე მხოლოდ 17 მეჩეთი იყო დათვლილი, ალიევი კი 67-ზე ლაპარაკობს.
ჩვენ განზრახ არცერთი მეჩეთი არ დაგვინგრევია, შუშის მეჩეთი კი აღვადგინეთ და არსებულიც შეძლებისდაგვარად შევინარჩუნეთ.
დანარჩენ ტყუილს და ფაქტებს დეტალური ჩანაწერებით მოგვიანებით წარმოგიდგენთ“, წერს ბეგლარიანი.







