საზოგადოება

სომხეთი საქართველოსთვის ყვავილების მომწოდებელ ქვეყნებს შორის ლიდერი გახდა

2022 წელს საქართველოში 3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1203 ტონა სხვადასხვა სახის ყვავილი და ყლორტი შემოიტანეს თაიგულებისა და კომპოზიციებისთვის.

ეს არის ბოლო ათი წლის განმავლობაში დაფიქსირებული რეკორდი, აღნიშნავს BM.ge ბიზნეს პორტალი.

საქართველოში ყვავილები 13 ქვეყნიდან შემოაქვთ,  რომელთა შორის ლიდერი სომხეთი გახდა. მიმწოდებელთა ხუთეულში ასევე შედის ეკვადორი, ნიდერლანდები, თურქეთი და კენია, იუწყება „Новости-Грузия“.

საქართველოს ყვავილებით მომწოდებელი წამყვანი ქვეყნების სია ასეთია.

სომხეთი: 1,2 მილიონი დოლარი  – 432 ტონა,

ეკვადორი: 584 ათასი დოლარი  –  198 ტონა,

ნიდერლანდები: 495 ათასი დოლარი  – 39 ტონა,

თურქეთი: 379 ათასი დოლარი –  443 ტონა,

კენია: 231 ათასი დოლარი  – 73 ტონა.

მცირე რაოდენობით ყვავილი შემოდის ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან, კოლუმბიიდან, ეთიოპიიდან, ჩინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და რუსეთიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button