მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანს მიაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს ლაჩინის დერეფნის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების თემაზე გამართულ პანელზე აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკირებაზე ისაუბრა. „70 დღეა, რაც ლაჩინის დერეფანი დაკეტილია და, სამწუხაროდ, მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისი გვაქვს. ასევე, იქ ენერგეტიკული კრიზისია, რადგან მთიანი ყარაბაღის ელექტროენერგისა და გაზის მიწოდება შეფერხებულია. ბოლო 70 დღის განმავლობაში მთიანი ყარაბაღის გაზმომარაგება 10-ჯერ შეფერხდა. ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან დასძინა, რომ ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით მკაფიო რეგულაციები მოცემულია 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაში. მისი თქმით, სამმხრივი განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანისა და რუსეთის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის სფეროში შედის  ლაჩინის დერეფნით თავისუფალი გადაადგილება, მაგრამ ახლა სიტუაცია სრულიად საპირისპიროა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ვითარებას, რადგან თუ ასე გაგრძელდა, მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის შეუქცევადი ჰუმანიტარული შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

ნახეთ მეტი
Back to top button