პოლიტიკა

ვხსნით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს, რომელიც, ასევე იქნება თბილისის ცენტრალური ოფისი – ლევან ხაბეიშვილი

,,მთავარი არხი” წერს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ხსნის, ასევე, იხსნება თბილისის ორგანიზაციის ოფისი, სადაც განცხადება პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

“დღეს ვხსნით დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს, ბროსეს 6 ნომერში, რომელიც, პარალელურად იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ცენტრალური ოფისი და შესაბამისად, ჩვენ მომხრეებს, რომლებიც ასიათასობით არიან დედაქალაქში და ეს ყველა არჩევნებზე კარგად ჩანს ხოლმე, მობრძანდით ჩვენთან ოფისში, გაიარეთ რეგისტრაცია, გახდით თანამონაწილე გამარჯვების რუსულ ოცნებაზე”, – თქვა ლევან ხაბეიშვილი.

მისივე განცხადებით, იმისთვის, რომ პარტია თბილისში ძლიერი იყოს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ მისი მთავარი დავალება იქნება სწრაფად მოხდეს რეორგანიზაცია.

ხაბეიშვილის თქმით, პარტიის Facebook გვერდზე დაიდება აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მსურველები რეგისტრაციას შეძლებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button