ბაქოს ფულის ევროპული “ტური”. “ხიზილალის დიპლომატიის” მოხსენება, უკვე სომხურ ენაზე

გამოქვეყნდა აზერბაიჯანელი მკვლევარების “ხიზილალის დიპლომატიის” მოხსენების სომხური ვერსია აზერბაიჯანის კრიმინალური პოლიტიკის შესახებ. ევროპული სტაბილურობის ინიციატივა არის დამოუკიდებელი ევროპული ორგანიზაცია, რომელმაც შეისწავლა და გამოავლინა, სხვადასხვა კორუფციის სქემებით, ფულით, ძვირფასი საჩუქრებით, ხიზილალითაც კი ოფიციალურმა ბაქომ როგორ გააჩუმა ევროპა და აიძულა თვალი დაეხუჭათ საკუთარ კრიმინალურ პოლიტიკაზე. წიგნის მთარგმნელი, ჟურნალისტი სირანუშ მურადიანი ამბობს, რომ მოხსენება დრესაც აქტუალურია, ბაქოს ხელწერა თითქმის არ შეცვლილა.
”სწორედ დღესაც ჩვენ გვაქვს ბერძორის დახურული დერეფანი. ევროსაბჭოს ტერიტორია არცახი დღეს ჰუმანიტარული კატასტროფისა და ჰუმანიტარული კრიზისის პირობებშია. ევროსაბჭო არის ჰუმანიზმის მედროშე, ხოლო მისი პრიორიტეტია ადამიანის უფლებების გადახედვა ღია თვალით. ნუთუ ვერ ხედავს ევროსაბჭო, რა ხდება დღეს არცახში, ლაჩინის დერეფანში? “, -აღნიშნავს სირანუშ მურადიანი.

ევროპელი ოფიციალური პირები წლების განმავლობაში თვალს ხუჭავდნენ და აგრძელებენ აზერბაიჯანური დანაშაულებზე თვალის დახუჭვას, დარწმუნებულები არიან ავტორები. მოხსენების თანახმად, აზერბაიჯანმა 30 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა ევროპელი დეპუტატების მოსყიდვის მიზნით, აიძულა მრავალი რეზოლუცია მიეღოთ მის სასარგებლოდ.
”როდესაც აზერბაიჯანმა დამარცხება განიცადა არცახის პირველ ომში, მათ აქტიურად დაიწყეს მუშაობა პროპაგანდის სფეროში. უბრალოდ რომ ვთქვათ “ფულის მიცემის საშუალებით” ცდილობდნენ საკუთარი ქვეყნის, ხმების და იმ ადამიანების რეზოლუციების მიღებას, და ხალხს, რომლებმაც არ იცოდნენ ჩვენი რეგიონის შესახებ, არცახის დაპირისპირების შესახებ, ამ სიცრუეს ჭეშმარიტებად მიიჩნევდნენ”, – ამბობს მოხსენების მთარგმნელი.

სომხეთის მხარემ მოხსენების თარგმნისა და გამოაქვეყნების ნებართვა ჯერ კიდევ 2020 წლის 44-დღიანი ომის დროს მიიღო. მთარგმნელი სირანუშ მურადიანი მოგვითხრობს, რომ რაც უფრო მწვავდებოდა ომი, მით უფრო გულმოდგინედ თარგმნიდა მოხსენებას. ომის მტკივნეული დასრულების შემდეგ, მათ შეწყვიტეს მუშაობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაუბრუნდნენ მოხსენებას, დაასრულეს და გამოაქვეყნეს.
”მოხსენება ორი ნაწილისგან შედგება, პირველ ნაწილში ბაქოს შიდაპოლიტიკური ცხოვრების, დემოკრატიის ჩაჩუმების შესახებ ევროსაბჭოს შეფასებებია, ხოლო მეორე ნაწილი ძირითადად საგარეო პოლიტიკას ეხება, თუ როგორ ცდილობს ბაქო თავისი საგარეო პოლიტიკის საკითხების ,,მოგვარებას“ ქრთამით”, – ამბობს მურადიანი.

მოხსენების თანაავტორი სამართალდამცავების მონაცემებით, მრავალი კორუმპირებული დეპუტატი აგრძელებს მუშაობას ევროსაბჭოში. სირანუშ მურადიანი ამტკიცებს, რომ თარგმნილ მოხსენებაში ჯერ კიდევ არსებობს ფაქტები, რასაც უნდა მიჰყვნენ და გამოამჟღავნონ.
”მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ, დაახლოებით 30 დეპუტატს აეკრძალა შესვლა ევროსაბჭოში. დღეს, არცერთი კრიმინალური წევრები, რომლებიც მუშაობდნენ ქრთამის მისაღებად, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს ისე, რომ ეს პოლიტიკა გარკვეულწილად შეწყდეს. და ბოლოს, თუ ქვეყანა ხიზილალას არ გთავაზობს, ნიშნავს, რომ განტევების ვაცი უნდა გახდეს?”
წიგნის თარჯიმანი დარწმუნებულია, რომ სომხურენოვანი კვლევა მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა სასწავლო დაწესებულებების, დიპლომატიური კორპუსის, ოფიციალური პირების და ყველა მათთვის, ვინც თვლის, რომ შესაძლებელია აზერბაიჯანთან ცივილიზებული მოლაპარაკებების და დიალოგის ჩატარება.







