მთავარიპოლიტიკა

ელჩმა კრისტინა ქუინმა რწმუნებათა სიგელები გადასცა სომხეთის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს

აშშ  ელჩმა კრისტინა ქუინმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი სომხეთში ყოფნა ჩემთვის განსაკუთრებული პატივია. შეერთებული შტატები დიდად აფასებს სომხეთთან საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ პარტნიორობას. მოუთმენლად ველი სომხეთის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობას ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად და იმ ძალისხმევის მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის ხელშეწყობას“, – განაცხადა ელჩმა ქუინმა.

სომხეთში ჩასვლამდე ელჩი ქუინი 2019-22წწ. იყო აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული და აშშ-ის ელჩის მოადგილე კიევში.

ნახეთ მეტი
Back to top button