ეკონომიკა

პარიზში გაიმართება საფრანგეთ-სომხეთის პირველი ეკონომიკური სამიტი

სომხეთის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთ-სომხეთის პირველ ეკონომიკურ სამიტში და საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაში (SIA) პარიზში. ინფორმაცია მთავრობის ელექტრონული მმართველობის პლატფორმაზე გამოქვეყნდა. ამის შესახებ წერს news.am-ი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, 23-25 ​​თებერვალს სომხეთის ეკონომიკის მინისტრი ვაჰან ქერობიანი საფრანგეთის რესპუბლიკაში (პარიზი) გაემგზავრება.

პარიზიდან დაბრუნების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა სამი დღის ვადაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა წარუდგინოს ანგარიში ვიზიტის შედეგების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button