
აზერბაიჯანი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყოს უწყვეტი ორმხრივი მოძრაობა ლაჩინის დერეფნის გავლით. გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დააკმაყოფილა სომხური მხარის მოთხოვნა აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქმის ფარგლებში დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ.
გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. სასამართლომ დააფიქსირა, რომ 12 დეკემბრიდან სომხეთსა და არცახს შორის კავშირი ლაჩინის დერეფნის გავლით შეფერხდა, რასაც არაერთი შედეგი მოჰყვა. შეფერხდა პირველადი საქონლის გადაზიდვა არცახში, ხალხმა განიცადა შექმნილი ვითარების შედეგები.
ასევე დაფიქსირდა, რომ არსებობს გადაუდებელი ზომების გამოყენების წინაპირობები: სასამართლოს მიერ აღსასრულებლად აღიარებული უფლებების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი ზიანი და არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა.
სასამართლომ 9 ნოემბრის სამმხრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით შეახსენა აზერბაიჯანს ვალდებულება უზრუნველყოს ადამიანების, მანქანებისა და ტვირთების ორმხრივი გადაადგილების გარანტია.
გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანის მიერ წარდგენილი დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.







