მთავარიპოლიტიკა

მირზოიანმა და ბაშარ ალ-ასადმა სირიის სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში არსებული პრობლემების დაძლევაზე ისაუბრეს

23 თებერვალს სირიის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა დამასკოში მიიღო სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი. https://armenpress.am/arm/news/1104896.html? როგორც “არმენპრესს” სრ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა სირიის სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება და არსებული პრობლემების დაძლევაზე მიმართული სამუშაოები განიხილეს.

„შეხვედრის დღის წესრიგში ასევე იყო სომხურ-სირიული ორმხრივი ურთიერთობები. საუბარი შეეხო საერთაშორისო პლატფორმებზე ურთიერთთანამშრომლობას.

ასევე განიხილეს რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები“, – ნათქვამია განცხადებაში.

წყაროს ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სირიის პრეზიდენტს გააცნო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში ბოლოს განვითარებული მოვლენები, ასევე მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, რომელიც შეიქმნა აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადით.

ნახეთ მეტი
Back to top button