
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს.
საუბარი შეეხო მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადის შედეგად შექმნილ ჰუმანიტარულ, ეკოლოგიურ და ენერგეტიკულ კრიზისს.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ მის დასაძლევად აუცილებელი ნაბიჯების განხორციელების საკითხს. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტს აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის განბლოკვასთან დაკავშირებით.
განიხილეს სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბერს, 2021 წლის 11 იანვარს, 26 ნოემბერს და 2022 წლის 31 ოქტომბერს ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები.







