პოლიტიკა

ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ აუცილებელია აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესება – ევროპარლამენტის დეპუტატი

სომხეთში ფაქტების დამდგენი მისიით ჩასული ევროპარლამენტის დეპუტატები ევროსაბჭოში აპირებენ დემონსტრირებას, რომ მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.

“არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტის ფრანგმა წევრმა, ევროპის საბჭოში არცახთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ ფრანსუა ალფონსმა განაცხადა.

ევროპის საბჭოს დეპუტატები ფაქტების დამდგენი მისიით სომხეთს ეწვივნენ 21-24 თებერვალს, ევროპული ოფისის  ARF Armenian Dat-ის მუშაობის შედეგად.

კითხვაზე, თუ რა ზეწოლა შეუძლიათ ევროპარლამენტის  დეპუტატებს ლაჩინის დერეფნის გასახსნელად, ფრანსუა ალფონსმა თქვა: „ერთადერთი ზეწოლა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ევროსაბჭოში, არის დიპლომატიური ზეწოლა. ევროპას აქვს შესაძლებლობა, მაგალითად, სანქციები დაუწესოს აზერბაიჯანს. ჩვენ გვინდა ევროკავშირი ამ გზაზე დავაყენოთ“.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი 27 სხვადასხვა სახელმწიფოსგან შედგება. მათი იდეაა მთელი ევროპული დიპლომატიის გაერთიანება იმ დიპლომატიის უკან, რომელიც ყველაზე მეტად არის ჩართული ამ საკითხში.

ნახეთ მეტი
Back to top button