ეკონომიკა
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა მიიღო საინვესტიციო კომპანიების Morgan Stanley, Artisan Partners და 𝗧.RoverPrice წარმომადგენლები

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა მიიღო ამერიკული და ბრიტანული საინვესტიციო კომპანიების Morgan Stanley, Artisan Partners და T.RowPrice-ის წარმომადგენლები. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს «Radar.Armenia».
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
-სომხეთის ეკონომიკის სფეროში განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები;
-გადადგმული ნაბიჯები საინვესტიციო მიმზიდველობის გასაზრდელად;
-ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია და კომპანიების დიგიტალიზაცია;
-ლოგისტიკური მომსახურების გაუმჯობესება;
-ექსპორტირებული პროდუქტებისა და ბაზრების დივერსიფიკაცია;
-ალტერნატიული ენერგია და განახლებადი ენერგიის წყაროები.







