ამ დროისთვის სომხეთს 173 სამხედრო ტყვე და მშვიდობიანი მოქალაქე გადმოეცა

დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რა ტყვეების, მძევლების და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აუცილებლობას, სომხეთის პრეზიდენტმა იუსტიციის სამინისტროს კომისიას დაავალა შეიმუშაოს კანონპროექტის კონცეფცია ტყვეების, მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების შესახებ. სომხეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განახორციელოს ტყვეთა, მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების საჭიროებების შეფასება.
ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი ა. აბაზიანი აგრძელებს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მშობლებთან და ახლობლებთან შეხვედრებს.
44-დღიანი ომისა და ომისშემდგომი მოვლენების შედეგად სომხეთის რესპუბლიკას გადაეცა 422 დაღუპული სომეხი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი, მათგან 225 დაიღუპა 2022 წლის სექტემბრის მოვლენების დროს. 2022 წელს სექტემბრის მოვლენების შედეგად დაღუპული 2 სომეხი სამხედროს ცხედრის გადმოცემისათვის სამუშაოები გრძელდება.
გარდა ამისა, 2022 წლის 13-14 სექტემბერს ჩატარებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად, აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან ტყვედ ცაიგდეს 1 ოფიცერი და 1 წვევამდელი.
ამ დროისთვის ტყვეობიდან 173 სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქეა დაბრუნებული.







