
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გაურკვევლობა გაირკვა. არჩევნების დღე, 14 მაისი, უცვლელი რჩება, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტში. 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ იხილავდა არჩევნების გადადების შესაძლებლობას.
გარდა წინასაარჩევნო განწყობებისა, თურქეთი ასევე სერიოზულ კონფლიქტშია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჰელსინკში განაცხადა, რომ ფინეთმა და შვედეთმა შეასრულეს ანკარას მიერ დაყენებული ყველა წინაპირობა და შეუძლიათ ნატოში გაწევრიანება. თუმცა თურქეთი აგრძელებს მკაცრი პოზიციიდან მოქმედებას და ეწინააღმდეგება, პირველ რიგში, შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას.
თურქოლოგი ანდრანიკ ისპირიანი „რადიოლურთან“ საუბარში, ამ საკითხთან დაკავშირებით ანკარის პოზიციაზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ თურქული მხარის მთავარი მოთხოვნა სტოკჰოლმში არის შვედეთში მცხოვრები სამ ათეულზე მეტი ქურთი აქტივისტის და ისლამისტი პროპაგანდისტის ფეთჰულა გიულენის ქსელის წევრების ექსტრადიცია. თურქი ექსპერტი შეახსენებს, რომ შვედეთის უზენაესმა სასამართლომ, უგულებელყო თურქეთის მუქარა, დაბლოკა ერთ-ერთი თურქული გაზეთის Zaman-ის ყოფილი რედაქტორის, ბიულენტ კენეშის ექსტრადიციის პროცესი იმ მოტივით, რომ კენეშის, რომელსაც ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსი აქვს, შესაძლოა. თურქეთში სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნას მიცემული.არა კრიმინალური ხასიათის, არამედ პოლიტიკური შეხედულებებისთვის.
ანდრანიკ ისპირიანი აღნიშნავს, რომ თურქეთი ყოველთვის ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე გეოპოლიტიკურ მოვლენებში. ამჟამად, რუსეთ-დასავლეთის კონფლიქტის კონტექსტში, ანკარა მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც დასავლეთისთვის, ასევე რუსეთისთვის. ექსპერტი ამით ხსნის თურქეთის მსოფლიოსთან წინაპირობების ენით საუბარს და აღნიშნავ, რომ დასავლეთისთვის თურქეთი არის პლატფორმა რუსეთის წინააღმდეგ დასაპირისპირებლად, ხოლო კრიზისულ სიტუაციაში მყოფი რუსეთისთვის თურქეთი გარე სამყაროსთან კომუნიკაციის საშუალებაა.
თარგმანი
ავტორი მარია პაპიან







