საზოგადოება

სომხეთში, როგორც მარსზე  –  „მარსონავტები “ წვრთნებს სომხეთის მთებში ჩაატარებენ

ავსტრიულმა კოსმოსურმა ფორუმმა მარსზე მისიის სიმულაციის მასპინძელ ქვეყანად სომხეთი დაასახელა.  AMADEE24 წვრთნები ჩატარდება 2024 წლის მარტში.

“ეს არის ჩვენი მე-14 სიმულაცია”, – თქვა ფორუმის დირექტორმა გერნოტ გრომერმა ოთხშაბათს ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე, იტყობინება Futurezone.

ასეთი მისიები ხელს უწყობს მასალების გამოცდას, სისტემის ხარვეზების ანალიზს და გადაწყვეტილებების პოვნას.

„სომხეთი წითელი პლანეტის გეოლოგიური ტყუპის ცალია “, – ამბობს გრომერი.

მისიის შემადგენლობა უკვე შერჩეულია. მოდელში მონაწილეობას მიიღებს ორი ქალი და ოთხი მამაკაცი ავსტრიიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, იტალიიდან და დიდი ბრიტანეთიდან. გერმანელი ანიკა მეჰლისი იქნება პირველი ქალი, რომელიც მისიას უხელმძღვანელებს.

ნახეთ მეტი
Back to top button