ატომური ელექტროსადგურის მე-2 ენერგობლოკის უსაფრთხოდ ოპერირება 2036 წლამდე იქნება შესაძლებელი – ნიკოლ ფაშინიანმა ატომური ელექტროსადგური მოინახულა

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სს “სომხეთის ატომურ ელექტროსადგურს” ეწვია 2022 წლის საქმიანობის ანგარიშგების გაცნობის მიზნით.
ატომური ელექტროსადგურის მენეჯმენტის თანამშრომლებმა 2022 წლის ანგარიშგება და 2023 წლის გეგმა წარადგინეს. აღინიშნა, რომ ატომური ელექტროსადგურის No2 ენერგობლოკის ექსპლუატაციის საპროექტო ვადა 2016 წელს ამოიწურა და ფართომასშტაბიანი მოდერნიზაციის სამუშაოების წყალობით, ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა 10 წლით გაგრძელდა. ასევე, საუბარი შეეხო 2040 წლამდე სტრატეგიას.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ გაიმართა აზრთა გაცვლა სომხური ატომური ელექტროსადგურის შემდგომ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრმა, სომხეთის ენერგეტიკის სექტორის განვითარების კონტექსტში, ხაზი გაუსვა თანმიმდევრულ მუშაობას ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებისა და მენეჯმენტის ეფექტიანობის მუდმივ ამაღლების მიზნით.
მთავრობის მეთაურმა ასევე დაათვალიერა ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია, გაეცნო ელექტროენერგიის წარმოების ტექნოლოგიურ ჯაჭვში შემავალი კაპიტალური რემონტის სისტემებსა და აღჭურვილობას, მათ შორის ბლოკის მართვის პანელის მოდერნიზაციის სამუშაოებს, საინფორმაციო და გამოთვლით სისტემებს და სხვა.







