ფრენკ ფალონმა წარმომადგენელთა პალატას მოუწოდა სომხეთს 100 მილიონი დოლარი გამოუყოს, ხოლო არცახს 50 მილიონი დოლარი

აშშ-ის კონგრესის სომხურ საკითხთა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, ფრენკ ფალონმა, წარმომადგენელთა პალატაში კოლეგებს მოუწოდა, სომხეთს 100 მილიონი დოლარი გამოუყონ, ხოლო არცახისთვის 50 მილიონი დოლარი. როგორც “Armenpres.am” იუწყება, ფრენ ფალონმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს მარიო დიაზ-ბალარტს და უფროს წევრს ბარბარა ლის წერილით მიმართა, რომელშიც ასევე მოითხოვა 2 მილიონი დოლარის გამოყოფა განაღმვისთვის. გარდა ამისა უზრუნველყოს “თავისუფლების მხარდაჭერის აქტის” – 907-ე მუხლის განხორციელება, რომელიც ზღუდავს აშშ-ს სამხედრო დახმარებას აზერბაიჯანის მთავრობისთვის, ასევე ახდენს ზეწოლას აზერბაიჯანზე, რათა გაათავისუფლონ სომეხი სამხედრო ტყვეები, რომლებიც უნდა გაეთავისუფლებინათ აზერბაიჯანის მთავრობის 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი სამმხრივი დეკლარაციის ფარგლებში.
წერილში ფალონმა ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის არაადამიანურ და უკანონო ბლოკადაზე, რომელიც უკვე სამი თვეა გრძელდება. წერილში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის სომეხი ხალხი ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზეა, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოების გრძელვადიან შედეგებს.







