საზოგადოება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო ბაქოს ხარჯზე  და ავრცელებს არცახის ყალბ ისტორიას

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, ისტორიკოსმა და არქეოლოგმა დავით ლორთქიფანიძემ, რომლის ზნეობრივ თვისებებზე უკვე დავწერეთ, ბაქოსგან ახალი დავალება მიიღო – საქართველოს ფარგლებს გარეთ გაავრცელოს ცრუ თეზისი, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანული კულტურის ცენტრია. ამის შესახებ წერს infoteka24.ru

ის არ შემოიფარგლა მხოლოდ საქართველოში „ყარაბაღის სახანოს“ მემკვიდრეობის შესახებ სამარცხვინო გამოფენებით, ახლა ვაიმეცნიერმა გადაწყვიტა ესპანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ესპანურ ენაზე წარედგინა პროპაგანდისტული წიგნი-ალბომი „ყარაბაღის სახანო: ისტორიული და კულტურული იდენტობა“.  გასაკვირი არ არის, რადგან ვინ იტყვის უარს სხვის ხარჯზე ესპანეთში სტუმრობაზე, მით უმეტეს, რომ დასაკარგი არაფერი აქვს,  რადგან პატივი და ღირსება დიდი ხნის წინ გაიყიდა.

აზერბაიჯანელი სპონსორები არც კი ცდილობენ თავიანთი დაქირავებული „მეცნიერის“ დაფარვას და ამაყად აცხადებენ, რომ პროექტი ჰეიდარ ალიევის ფონდის პატრონაჟით და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ნახეთ მეტი
Back to top button