მთავარიპოლიტიკა

სომხეთის საელჩო უარყოფს სომხეთიდან საქართველოში სპეცდანიშნულების რაზმების გაგზავნის შესახებ ინფორმაციას

საქართველოში სომხეთის საელჩო უარყოფს ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისში საპროტესტო აქციების დასაშლელად საქართველოში სომხეთის რესპუბლიკიდან სპეციალური რაზმები შემოჰყავთ.

საქართველოში სომხეთის საელჩოში „ალიკ მედიას“ განუცხადეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან.

„მოვუწოდებთ და ვაცნობებთ  მასმედიას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე არ აყვნენ  პროვოკაციებს.

ქართულმა საინფორმაციო სააგენტო pirvelinews.com, ანონიმურ აქციაზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთიდან საქართველოში სპეცრაზმი შემოჰყავთ.

ნახეთ მეტი
Back to top button