პოლიტიკა

სომხეთი ინდოელ მოვაჭრეებს ირან-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანს სთავაზობს –  The Economic Times

სომხეთმა ინდოელ ვაჭრებს შესთავაზა სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი ინდოეთის რუსეთთან და ევროპასთან დასაკავშირებლად, წერს ინდური გაზეთი The Economic Times. აღნიშნულია, რომ შეთავაზება გასულ კვირას  გააკეთა  ინდოეთში მყოფმა სომხეთის მაღალჩინოსანმა დელეგაციამ. პარალელურად ინდოეთში იმყოფებოდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანიც.

„შემოთავაზებული დერეფანი, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის პარალელურად შეიქმნება, დააკავშირებს მუმბაის ირანის ბანდარ აბასთან, სომხეთთან  და შემდეგ ევროპასა და რუსეთთან, გვერდს  აუვლის აზერბაიჯანს, რომელთანაც ინდოეთს ნაკლებად თბილი ურთიერთობა აქვს ამ უკანასკნელის თურქეთთან და პაკისტანთან მჭიდრო თანამშრომლობის გამო“, – აღნიშნავს გაზეთი.

გაზეთის ცნობით, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფანი ინდოეთის გეგმების ნაწილია, რადგან ინდოეთი ეძებს დამატებით მარშრუტებს ევროპისკენ, სუეცის არხის გვერდის ავლით, თანაც ცდილობს თავიდან აიცილოს რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების უარყოფით შედეგები.

ინდური კომპანიების მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დიდი გამოცდილების გათვალისწინებით    და ირანისა და საქართველოს ტერიტორიებით ინდოეთ-ევროპა სატრანსპორტო დერეფნის  მარშრუტით ინდოეთის დაინტერესების გამო,   სომხეთი გეგმავს მოლაპარაკებების დაწყებას ინდოეთთან დაფინანსებისა და პროექტში  ინდური კომპანიების ჩართულობის საკითხთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button