მთავარიპოლიტიკა

დარწმუნებული ვარ,  ომი იმიტომ წავაგეთ, რომ მე-5 კოლონა მოქმედებდა ჩვენს არმიაში- ფაშინიანი

ოპოზიციონერებს თანხმობა გამოვუცხადე, რომ 44-დღიანი ომის მოგების შანსი იყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩემი რწმენაა, რომ ომი წავაგეთ იმიტომ, რომ მე-5 კოლონა მოქმედებდა ჩვენს არმიაში. მჯერა, რომ უახლოეს მომავალში ეს ფაქტები იმდენად გასაჯაროვდება,  რომ ჩემი განცხადება არც ისე უცნაურად მოგეჩვენებათ, როგორც ახლა ჩანს. ჯაშუშობაში და ღალატში ბრალდებულია შეიარაღებული ძალების 50-ზე მეტი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის მაღალი რანგის ოფიცრები. არ ვიცი, არის თუ არა სომხეთში ადამიანი, რომელიც თვლის, რომ მათ წინააღმდეგ აღძრული ეს საქმეები ყალბ ფაქტებს ემყარება.   დღეს ჩვენ გვყავს პატიმრობაში მყოფი მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრები სხვადასხვა მუხლებით.

გვყავს მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრები დაკავებულები მიწების გადაცემის ბრალდებით. შუშის საქმეზე ბრალდებულია მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი. იმ შემთხვევაში, როცა სასამართლომ დაკავების გადაწყვეტილება მიიღო, რაღაც საოცარი დამემართა, როდესაც სხვადასხვა ადამიანებმა სომხეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან სამართლებრივ სისტემას მიმართეს შუამდგომლობით, რომ ეს ადამიანი ან ადამიანები პატიმრობიდან გათავისუფლებულიყვნენ, მათ   ლმობიერად მოქცეოდნენ.

ჩემი რეაქცია ასეთი იყო: ხომ ამბობდით,  რომ უნდა  გამომჟღავნდეს, დაზუსტდეს, ვინ რა გააკეთა, რა მოხდა ბრძოლის ველზე, როგორ დაეცა შუში, ვინ მისცა შუში მტერს, რატომ? ადრე ვინც  ხმლებს ატრიალებდით, ახლა მიჩუმდით და მოღალატეების განთავისუფლებას ითხოვთ?  ახლა რატომ არ ამბობთ, რომ მოღალატე  პრემიერმა შუშში ჩააბარა, ეს გადასცა, ის გადასცა?

შესაძლებელია გაირკვეს, ამ ყოველივეს ღრმა მიზანი სწორედ ეს იყო? ეს რომ  პოლიტიკური მმართველობის წინააღმდეგ ყოფილიყო მიმართული კიდევ არა უშავდა, მაგრამ ეს ხომ სომხეთის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული“, – თქვა მან.

ფაშინიანმა შეახსენა, რომ 2021 წლის 10 მაისს, მთავრობის გადადგომის ძალაში შესვლიდან 2 დღეში, აზერბაიჯანი ახორციელებს ესკალაციას სოტკ-ხოზნავარის სექტორში. „დღეს ჩვენ გვყავს ამ თემაზე დაკავებული მაღალი რანგის გენერალი. რისთვის არის დაკავებული, როგორც ვიცი, დაკავებულია იმიტომ, რომ შეგნებულად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. არ არსებობს ახსნა, თუ რატომ არ შეასრულა. მე არ ვიცი ამის პასუხი,  მე არ მაქვს ამის მტკიცებულება, არც  ვიცი მექნება თუ არა, მაგრამ უტყუარი ფაქტები თვითონ  მეტყველებენ“, – განაცხადა პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button