ეკონომიკა

2022 წელს სომხეთს დაახლოებით 1 მილიონ 666 ათასი ტურისტი ეწვია. ეკონომიკის მინისტრი

2022 წელს სომხეთს დაახლოებით 1 მილიონ 666 ათასი ტურისტი ეწვია. https://news.am/arm/news/749476.html?fbclid ამის შესახებ 13 მარტს ეროვნულ ასამბლეაში, პარლამენტის რეგიონული და ევრაზიული ინტეგრაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე  „2022 წლის სამთავრობო პროგრამის (2021-2026) განხორციელების პროგრესისა და შედეგების შესახებ ანგარიშის“ წარდგენისას, განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა.

ამრიგად, მისი თქმით, რუსეთიდან 790 400 ადამიანი ჩამოვიდა, რაც 2,2-ჯერ მეტია 2021 წელთან შედარებით. დაახლოებით 17,2 ათასი ადამიანი ბელორუსიიდან, რაც 2,4-ჯერ მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

„გაზრდილია ფულადი გზავნილების შემოდინებაც. 2022 წლის იანვარ-დეკემბერში მან 5 მილიარდ 190 მილიონი დოლარი შეადგინა. დაფიქსირდა რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდაც. მან შეადგინა დაახლოებით 3,6 მილიარდი დოლარი. ეს 4,2-ჯერ მეტია, ვიდრე 2021 წელს“, – განაცხადა ქერობიანმა.

2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის 1 მარტამდე რუსეთიდან, ბელორუსიიდან და უკრაინიდან ბინადრობის მიზნით 113 ათას 753 ადამიანი ჩამოვიდა.

მათგან 64 862-ს სომხური გვარი აქვს. მთავრდება „იან“-ით.

ნახეთ მეტი
Back to top button