პოლიტიკა

აზერბაიჯანმა და ირანმა ჯარის ნაწილების საბრძოლო მზადყოფნა შეამოწმეს

აზერბაიჯანის არმიის რამდენიმე სამხედრო ნაწილში დანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობა შემოწმდა. News.am-ის ცნობით, როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, ჩატარდა სახაზო შემოწმება სამხედრო ნაწილებში, მატერიალურ-საგანმანათლებლო ბაზებზე, პერსონალის იარაღსა და საბრძოლო ტექნიკაზე, ასევე, სამხედროები შემოწმდნენ ინდივიდუალურ მომზადებაზე.

იგივე მედია იუწყება, რომ ცოტა ხნის წინ ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა თავისი სახმელეთო ჯარები მოულოდნელ საბრძოლო მზადყოფნაზე მიიყვანა აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონებში. ამის შესახებ აცნობებენ თურქული წყაროები. „ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან დაკავშირებული მედიის ცნობით, ჯარების საბრძოლო მომზადების პარალელურად, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის პროპაგანდისტული რესურსები ავრცელებენ ვიდეოებს, რომ ირანი „მტკიცედ ეწინააღმდეგება რეგიონში საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას“. თურქული ინტერნეტ რესურსები იუწყებიან, რომ დიპლომატიური წყაროების მიხედვით, ეს მესიჯები აზერბაიჯანის მისამართით არის მიმართული“, – წერს მედია.

ნახეთ მეტი
Back to top button