კულტურა

სომეხი შეფ-მზარეული კარენ თოროსიანი Michelin-ის მეორე ვარსკვლავით დაჯილდოვდა

ბრიუსელის რესტორან Bozar-ის სომეხი შეფ-მზარეული კარენ თოროსიანი MICHELIN-ის მეორე ვარსკვლავით დაჯილდოვდა. ამის შესახებ წერს style.news.am-ი.

კარენ თოროსიანი მრავალი წელია რესტორან Bozar-ის წამყვანი მზარეულია. მკაცრი და მომთხოვნი შეფ-მზარეული ახალ სულს ჰბერავს  კლასიკურ რეცეპტებს, აქსოვს მათში  პირად მიდგომას და გრძნობებს. მან მოთმინებით და კეთილსინდისიერად განავითარა თავისი რესტორანი და ინოვაციური სამზარეულო. შედეგმაც არ დააყოვნა – MICHELIN-ის ორი ვარსკვლავი.

“ჩვენ გვაქვს ყველაზე ლამაზი პროფესია მსოფლიოში”, – თქვა თოროსიანმა ბერგენის სამეფო თეატრში ჯილდოს მიღებისას, “კულინარია უფრო მეტია, ვიდრე გატაცება, ეს არის მოწოდება”.

მან ასევე დაუმატა, რომ 25 წლის წინ ბელგიაში ჩასვლისას არაფერი ჰქონდა და არც ფრანგულად ლაპარაკობდა.   „ახლა კი აქ ვდგავარ“, – სიამაყით თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button