მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრება შეუძლებელი გახდეს   –   სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის 18 მარტს განცხადებებს გამოეხმაურა.

„არმენპრესის“ ცნობით,სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია:

„არავითარი სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება”, – ეს არის ციტატა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის 2023 წლის 18 მარტს წარმოთქმული სიტყვიდან.

ეს განცხადება ალიევმა მთიანი ყარაბაღის სოფელ თალიშში გააკეთა, საიდანაც 44-დღიანი ომის შედეგად მოხდა სომხების გასახლება.

ისევე როგორც თალიშში  და  44-დღიანი ომის შედეგად ეთნიკური სომხებისაგან დაცლილ  სხვა რეგიონებში, აზერბაიჯანი ღიად ახორციელებს პროგრამებს, რათა აღმოფხვრას სომხური ნაკვალევი მთიანი ყარაბაღის იმ  ტერიტორიებიდან, რომლებიც მის კონტროლს დაექვემდებარა. 90-იანი წლების დასაწყისში ანალოგიური ბედი ეწია შაუმიანის რაიონს, გეტაშენს და სხვა მრავალრიცხოვან სომხურ  დასახლებებს.

აზერბაიჯანის ზემოაღნიშნული ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-7 პუნქტს, რომლის მიხედვითაც, იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიებზე  და მიმდებარე რეგიონებში გაეროს უმაღლესი საბჭოს ლტოლვილთა კომისრის ზედამხედველობით.

არალეგალური განსახლების პოლიტიკითა და მთიანი ყარაბაღის სომხების ტერორის პრაქტიკით, ოფიციალური ბაქო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეუძლებელი გახდეს სამმხრივი დეკლარაციის ზემოაღნიშნული დებულების შესრულება.

აზერბაიჯანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რეგიონში მშვიდობა შეუძლებელი იყოს.

2022 წელი 6 ოქტომბერს პრაღაში და 31 ოქტომბერს სოჭში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა მიიღეს განცხადებები, რომლის მიხედვითაც სომხეთი და აზერბაიჯანი იცავენ გაეროს წესდებას და 1991 წლის კონვენციას. ალმა-ატას დეკლარაციის საფუძველზე აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ორ ქვეყანას შორის დემარკაციის პროცესი ექსკლუზიურად სწორედ ამის საფუძველზე უნდა მიმდინარეობდეს. ამის მიუხედავად, 18 მარტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კვლავ განაცხადა, რომ საზღვრის დემარკაცია უნდა მოხდეს აზერბაიჯანის მიერ დადგენილ პირობებში და უკვე დიდი ხანია განუწყვეტლივ საუბრობს ზოგიერთ ისტორიულ რუკაზე.

აზერბაიჯანი არამარტო ოკუპაციის ქვეშ აყოვნებს 2021 წლის 12 მაისს, 17 ნოემბერს და  2022 წლის სექტემბერში უკანონოდ ოკუპირებულ  სომხეთის რესპუბლიკის  სუვერენულ ტერიტორიების, არამედ  ასევე შემოიღო ე.წ. „დასავლეთ აზერბაიჯანის“ დისკურსი და სომხეთის რესპუბლიკის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიას აზერბაიჯანულ მიწად აცხადებს.

ეს ნიშნავს ღია მისწრაფებების გამოხატვას სომხეთის რესპუბლიკის პრაქტიკულად მთელი სუვერენული ტერიტორიის მიმართ. აზერბაიჯანი სომხეთსაც ემუქრება, თუ ეს უკანასკნელი არ გაიზიარებს მის  მისწრაფებებს.

აზერბაიჯანი აგრძელებს სხვადასხვა ფორმატში მიღებული სამმხრივი და ოთხმხრივი დეკლარაციების უხეში დარღვევას და პრაქტიკულად  არ დარჩენილა ამ დეკლარაციების არც ერთი პუნქტი, რომელიც აზერბაიჯანს არ დაურღვევია.

მეტიც, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დაარღვია 2023 წლის 18 თებერვალს აღებული ვალდებულება, განეხილა მათი უფლებებისა და გარანტიების საკითხი მთიანი ყარაბაღის სომხებთან.

ამ განცხადებიდან სულ რამდენიმე კვირაში აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ აპირებდა განიხილოს „ყარაბაღის სომხების ინტეგრაციის“ საკითხი და ამას მოწმობს თალიშში გაკეთებული განცხადებები, ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადა, 5 მარტის ტერაქტი.  აზერბაიჯანი აპირებს გადაწყვიტოს მინიმუმ მთიანი ყარაბაღის სომხების ასიმილაციის საკითხი და სომხეთის სიგნალი,   აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობის ახალი გენოციდისათვის  მზადების შესახებ,  არ უნდა იქნას იგნორირებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

ბოლო პერიოდის გამოსვლაში აზერბაიჯანმა ახალი ბრალდება აღმოაჩინა სომხეთის რესპუბლიკის მიმართ, დაადანაშაულა მას მონოეთნიკურობაში და ცდილობდა შეექმნა შთაბეჭდილება, რომ სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანი მრავალეთნიკური ქვეყანაა. სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, 4 ეროვნულ უმცირესობას აქვს მანდატი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ხელისუფლებაში და ასეთი რეგულაცია არ არსებობს აზერბაიჯანში, რომელიც თავს მრავალეროვნულად თვლის.

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება ცალსახაა. აზერბაიჯანი თავისი აგრესიული სიტყვითა და ქმედებებით ემზადება  მთიანი ყარაბაღის სომხების გენოციდისა და სომხეთის წინააღმდეგ ახალი აგრესიისათვის.

შექმნილ ვითარებაში აუცილებელია გენოციდების პრევენციის საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება, ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისიის გაგზავნა ლაჩინის დერეფანში და მთიან ყარაბაღში, ასევე აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებებისა და პოლიტიკის პირდაპირი დაგმობა. ამავდროულად, სომხეთის რესპუბლიკა გამოხატავს ნდობას სამშვიდობო დღის წესრიგისადმი  2020 წლის 9 ნოემბრის 2022 წლის 11 იანვრის,  31 ოქტომბრის  სამმხრივი და 2022წლის  6 ოქტომბრის ოთხმხრივი დეკლარაციების საფუძველზე“.

ნახეთ მეტი
Back to top button