მთავარიპოლიტიკა

ალიევი აგრძელებს მუქარას სომხეთისა და სომხებისადმი –  “ჩვენ სამარადისოდ  ვიცხოვრებთ ჩვენს მშობლიურ ზანგეზურში”

აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, როგორც ჩანს, სულაც არ მოეწონა სხვადასხვა ქვეყნის მრავალი განცხადება სომხეთის სუვერენული ტერიტორიის უკანონო ოკუპაციასა და არცახის ბლოკადასთან დაკავშირებით, აგრძელებს მუქარას, ულტიმატუმების წარდგენას, სომხეთისა და სომხების  შეურაცხყოფას.

„დღეს ჩვენ ვართ მშობლიური ყარაბაღის მიწაზე, მშობლიური ზანგეზურის მიწაზე და სამუდამოდ აქ ვიქნებით. აზერბაიჯანელი ხალხი სამართლიანად ცხოვრობს სიამაყის გრძნობით“, – მიმართა მან აზერბაიჯანელ ხალხს სოფელ თალიშიდან 18 მარტს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე.

 „დღეს სომხეთი, რომელმაც განაცხადა, რომ ყარაბაღი სომხეთია და ესე იგი, რომელიც ახალი ომით გვემუქრება,  ახალი მფლობელის ძიებაშია. ამით არანაირი სარგებელი არ იქნება“, – განაცხადა მან.

სომხების უცნობი „სპონსორების“ თემაზეალიევი შეეხო  იმ ქვეყნებს, რომლებიც „ემხრობიან სომხეთის აგრესიულ პოლიტიკას და აცხადებენ  საინფორმაციო ომი“, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყნებს გულისხმობს.

„იმისათვის, რომ 29 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე სომხეთმა მშვიდობიანად რომ იცხოვრონ, ამისათვის არსებობს ერთი საშუალება,  მათ უნდა მიიღონ ჩვენი პირობები, ოფიციალურად აღიარონ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად, განახორციელონ სადემარკაციო სამუშაოები ჩვენი პირობებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ალიევმა.

„ოკუპაციასთან, ომთან, პოსტსაბჭოთა რეალობებთან დაკავშირებული რეალიები სამშვიდობო მოლაპარაკებებში უნდა აისახოს.  წინააღმდეგ შემთხვევაში, სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება“, – განაგრძო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

„ზოგიერთ ქვეყანაში ეწყობა კონფერენციები, სამეცნიერო კონფერენციები, რომლებიც დაკავშირებულია აზერბაიჯანის საშინაო საქმეებთან“, – განაცხადა ალიევმა.

„ზოგიერთი პროსომხური ქვეყანა აღიარებს „მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას“, რომელიც არ არსებობს მსოფლიო რუკაზე, არ არსებობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. Რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს, რომ ოკუპაციის დროს ყველა ამ ძალის ერთადერთი მიზანი იყო ოკუპაციამარადიული გამხდარიყო. არა  კონფლიქტის მოსაგვარებლად, არამედ მისი გაყინვის მიზნით“, – დასძინა მან.

ალბათ, ასეთი აგრესიული, სიძულვილით სავსე და ისტორიული სინამდვილისაგან მთლიანად მოწყვეტილი აზრების გაჟღერებამდე კარგი იქნებოდა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (MGIMO) კურსდამთავრებულ აზერბაიჯანის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ წაეკითხა მისი ქვეყნის შექმნის ისტორია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ლაპარაკობს„მშობლიურ ყარაბაღზე“ და „ძირძველ ზანგეზურზე“.

ნახეთ მეტი
Back to top button