პოლიტიკა

ალიევი არცახის სომხებს უსაფრთხოებას ჰპირდება, მისი ხელქვეითი კი – სომხებს მოკვლით ემუქრება:  მარუქიანი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას მოითხოვს

მიუხედავად აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებებისა, რომ აზერბაიჯანი მზადაა თავისი კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველყოს მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოება და უფლებები, ე.წ. „ბუნების დამცველები“, რომლებიც უკვე 100 დღეა ახორციელებნ ლაჩინის ბლოკადას  ღიად იმუქრებიან სომხების მოკვლით.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ერთ-ერთი ყალბი აქტივისტი, რომელიც დერეფანს ბლოკავს, ღიად ემუქრება სომხებს მოკვლით. „მალე ნოვრუზზე აქ სომეხს დავკლავთ და მის სიხლს ქაბაბში ჩავამატებთ“, – აცხადებს ცინიკური ღიმილით აზერბაიჯანელი ფსევდოაქტივისტი, რაც მეტად ართობს გარშემომყოფებს.

გაზიარებულ ვიდეოზე კომენტარი გააკეთა სრ სპეციალური დავალებების მქონე ელჩმა ედმონ მარუქიანმაც. „სისხლისმსმელი რეჟიმისთვის და მისი მარიონეტებისთვის მთიანი ყარაბაღის 120 ათასი ადამიანის შიმშილი საკმარისი არ არის.  ახლა მათი ფსევდოაქტივისტი ყველა სომეხს მოკლავს და მათ სისხლს  ფაქტიურად დალევს. მართლა 21-ე საუკუნეში ვართ? არის თუ არა სადმე ჩვენს ირგვლივ ცივილიზებული სამყარო?” – წერს მარუკიანი Twitter-ის თავის მიკრობლოგზე.

ნახეთ მეტი
Back to top button