მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ტელეფონით ესაუბრა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან. როგორც “ARMENPRESS”-ს აცნობეს სრ მთავრობაში, მხარეებმა განიხილეს აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებული საკითხები. ნიკოლ ფაშინიანმა და ენტონი ბლინკენმა  მოსაზრებები გაცვალეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოწესრიგებისა და რეგიონში საკომუნიკაციო არხების გახსნის პერსპექტივებზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გაიმეორა მოწოდება ლაჩინის დერეფნის დაუყონებლივ გახსნის თაობაზე და ხაზი გაუსვა, რომ აშშ მზადაა გააგრძელოს ზემოაღნიშნული პროცესების მხარდაჭერა. სატელეფონო საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა გამოთქვა შეშფოთება ბოლო დროს  აზერბაიჯანის მზარდი აგრესიული რიტორიკის გამო.

ნახეთ მეტი
Back to top button