მთავარიპოლიტიკა

„ჩამოვიდა – რა მერე?” – სომხეთის პარლამენტის სპიკერი კუხო-ს  გენერალური მდივნის ვიზიტის შესახებ

სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი კუხო-ს  გენერალური მდივნის იმანგალი ტასმაგამბეტოვის სომხეთში ვიზიტს ეხმაურება. „ჩამოვიდა – რა მერე? ძალიან მაინტერესებს  რა შეიცვალა ამ ჩამოსვლის შემდეგ?“ ამის შესახებ წერს RADAR.AM-ი.

ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ კუხო-ს გენერალური მდივანი ჯერმუკში იმყოფებოდა, მან რიტორიკული კითხვა დაუსვა  – “მერე?”.

სიმონიანმა შეახსენა, რომკუხო  არ დგამს იმ ნაბიჯებს, რაც უნდა გადადგას, რაც მის არყოფნაზე მეტყველებს.  სიმონიანმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტები ხელს არ უშლის აზერბაიჯანს  მიმართოს აგრესიულ ქმედებებს. „პოლიტიკური თვალსაზრისით კი მოვიდა და წავიდა. კი ბატონო, მოვიდნენ და წავიდნენ-  საკითხი ამით არ გვარდება. ისინი ამით აგრესიას ვერ აკავებენ, ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს უმაღლესი თანამდებობის პირების ვიზიტების შემდეგ“.

სიმონიანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა სისტემაშია სომხეთი ის ყოველთვის ცდილობს და ეზებს უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ყველა შესაძლო ადგილას. „და ხშირად ხედავთ, რომ იგივე კუხო-ს ამასტან დაკავშირებით  მკვეთრი რეაქცია აქვს“.

ნახეთ მეტი
Back to top button